ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში კონსულტირების უნარ-ჩვევების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართული სოციალური მუშაკების, რესურს-სკოლების პედაგოგებისა და ქცევის კონსულტანტებისთვის, კონსულტირების უნარ-ჩევების გაძლიერების მიზნით, ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კონსულტანტის როლი და ფუნქციები; კონსულტირების ფორმები და მეთოდები; კომუნიკაციის პროცესის ძირითადი საფეხურები; კომუნიკაციის როლი კონსულტირებაში და კომუნიკაციის ტექნიკები; არავერბალური კომუნიკაციის ფორმები, სიგნალები, მათი მნიშვნელობა და მართვის ხერხები; საკუთარი საკომუნიკაციო სტილის მართვის ხერხები; ქოუჩინგის მიდგომა - ამოსავალი პრინციპები და საბაზო მიდგომები; ქოუჩინგის ტექნიკები და მეთოდები; კონსულტირების პროცესის მართვა და შეფასება.
ტრენინგი ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის „სკოლის უსაფრთხოებისა და ინკლუზიის გაძლიერება“ ფარგლებში.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი