საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.09.2023

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგში მანდატურის სამსახურის რეგიონული ცენტრების უფროსები და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები მონაწილეობდნენ.

ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული როლები, ნორმები და სტერეოტიპები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორები და შედეგები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და შემსწრე ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები და რეაქციები; ბაზისური წარმოდგენები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ; სექსუალური ძალადობის გავლენა ბავშვზე და მისი გამოვლენის სიძნელეები; მსხვერპლის იდენტიფიცირება - საფრთხის სიგნალები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები; საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ; ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებები და სხვა.

ტრენინგი განხორციელდა გაეროს პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge