საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.09.2023

ახალი სასწავლო წლიდან, მანდატურის სამსახური უსაფრთხოების კომპონენტით საქართველოს კიდევ 23 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი

ახალი სასწავლო წლიდან, მანდატურის სამსახური უსაფრთხოების კომპონენტით საქართველოს კიდევ 23 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი

ახალი სასწავლო წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, უსაფრთხოების კომპონენტით, საქართველოს კიდევ 23 საჯარო სკოლაში შედის. მანდატურის სამსახურის მომსახურებით აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ის საჯარო სკოლებიც ისარგებლებენ, სადაც მანდატურის სამსახური აქამდე წარმოდგენილი არ ყოფილა.

ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლას ესტუმრა. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლადდანიშნული მანდატურები პირადად წარუდგინა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სასკოლო უსაფრთხოებას ამჟამად საქართველოს 719 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტზე მეტი სწავლობს.

ამავდროულად, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის მომსახურებით სარგებლობა და უსასყიდლო, მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების მიღება საქართველოს უკლებლივ ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს შეუძლია. მანდატურის სამსახური სკოლებში სოციალური მუშაობის მიმართულებასაც აძლიერებს. სამსახურის სოციალური მუშაკები პროფესიულ საქმიანობას საქართველოს უკვე 60-ზე მეტ საჯარო სკოლაში ახორციელებენ.  

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge