ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისადმი მიძღვნილ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ, ბავშვებს შორის ძალადობის პრევენციისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები გაერთანებული სამეფოდან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის, გაეროს ბავშვთა ფონდიდან და ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოდან.
ნინო შატბერაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მანდატურის სამსახურის მიერ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციის მიზნით განხორციელებული პროექტები გააცნო, გამოცდილება გაუზიარა და არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვაზე ისაუბრა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი