საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

21.10.2023

მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკის ორგანიზებით, თბილისის N153 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა

მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკის ორგანიზებით, თბილისის N153 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა

მოსწავლეთა სოციალიზაციის, მეგობრული გარემოს ფორმირებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქალაქ თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი 3 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა. სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მინი სტადიონზე ერთმანეთს V-VI, VII - IX და X – XI კლასების მოსწავლეები შეეჯიბრნენ. სპორტულ თამაშში 19 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებულ გუნდებს „მანდატურის სამსახურის თასი“ გადაეცათ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge