საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

26.10.2023

მანდატურის სამსახურმა ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მანდატურის სამსახურმა ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა, მარიამ დავითაშვილმა ნივთიერებათა მოხმარებისა და მონიტორინგის გამოწვევებისა და შესაძლებლობების მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) მხარდაჭერით, ასევე გაიმართა ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის ევროპული კურიკულუმის ტრენერთა შეხვედრა.

საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს ნივთიერებათა პრევენციის ევროპული კურიკულუმი, პრევენციის სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში, ნივთიერებათა მოხმარების პრობლემა 21-ე საუკუნეში, გავლენები, მათთან გამკლავებისა და პრევენცის მექანიზმები, სკოლაზე დაფუძნებული პრევენცია, სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა.

ტრენერთა შეხვედრასა და კონფერენციას ესწრებოდნენ გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ბელგიის, საბერძნეთის, კვიპროსის, ესტონეთის, ლატვიისა და შვედეთის წარმომადგენლები.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge