ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებისთვის ინტელექტუალურ შეჯიბრებებს მართავს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თანასწორობის თემაზე ინტელექტუალური თამაშები დაიწყო.
პირველი შეჯიბრი ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. ინტელექტუალურ თამაშში ზუგდიდის N1, N2, N4, N5 და N10 საჯარო სკოლების მე-10 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის მონაწილეებმა ადამიანის უფლებებთან, ტოლერანტობასა და თანასწორობასთან, ასევე, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებთან და ადამიანებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს.
ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვება ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
თამაშის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს, ევროპის საბჭოს სახელით, სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები წელს ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ახალციხეშიც გაიმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი