ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებისთვის თელავში გაიმართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის თანასწორობის თემაზე ინტელექტუალური თამაში გაიმართა.
შეჯიბრში თელავის N1, N2, N4, N5, N7 და N9 საჯარო სკოლების მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გუნდებმა თანასწორობასთან, ტოლერანტობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს. ასევე, გაიხსენეს მნიშვნელოვანი მოვლენები და ადამიანები საქართველოდან და მსოფლიოდან, რომლებმაც ისტორიის მსვლელობაზე გარდამტეხი ზეგავლენა მოახდინეს.
ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვება თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
თამაშის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს, ევროპის საბჭოს სახელით, სამახსოვრო საჩუქრები და ვაუჩერები გადაეცათ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები, მიმდინარე წლის ბოლომდე, ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეშიც გაიმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი