საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

26.06.2011

მანდატურების საჩუქარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო.

მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა.სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და კინოთეატრ „რუსთაველის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში მოზარდებმა საბავშვო ფილმი „იქს მენი“ იხილეს. აქციის ფარგლებში, ბავშვებს მანდატურებმა საჩუქრები გადასცეს.

მანდატურების თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. სკოლის მანდატურის სამსახური მოზარდებს მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge