საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

20.11.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ბათუმში, „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ბათუმში, „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

„თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, ბათუმში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გახსნეს.

 

როგორც გელა გელაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს მოზარდებში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა თანასწორობა, ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა, ადამიანის უფლებები. განათლებასთან ერთად, სწორედ ეს ფასეულობები არის იმის წინაპირობა, რომ მომავალი თაობა ჩამოყალიბდეს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპული ღირებულებების მქონე მოქალაქეებად.“

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა მიერ თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ინტელექტუალურ თამაშს, რომელშიც ბათუმის 5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვება ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

თამაშის მონაწილე და გამარჯვებულ გუნდებს, მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და ვაუჩერები გადაეცათ.   

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge