ახალი ამბები
„თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები გამართეს
ევროპის საბჭოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები ჩაატარეს.
აქტივობებში ჩაერთნენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეები. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, ფილმების ჩვენება და დისკუსიები ტოლერანტობისა და თანასწორობის თემებზე. მოსწავლეებმა მოამზადეს შემეცნებითი პოსტერები, ნახატები და კედლის გაზეთები. მათ ასევე წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.
ღონისძიებები თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, გურჯაანის, მცხეთის, გორის, ქარელის, ბორჯომის, ხაშურის, რუსთავისა და ახალციხის იმ საჯარო სკოლებში გაიმართა, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი