საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.11.2023

მანდატურის სამსახური რეგიონების სკოლებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას აგრძელებს

მანდატურის სამსახური რეგიონების სკოლებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ევროპის საბჭოს „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას აგრძელებს.

თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე გამართულ ინტელექტუალურ თამაშს ამჯერად ახალციხემ უმასპინძლა. ახალციხის N1, N2, N5 და N6 საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ადამიანის უფლებებთან, თანასწორობასთან და ცნობილ ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს.

ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვება ღონისძიების მასპინძელმა, N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

თამაშის გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და ვაუჩერები გადაეცათ. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge