საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

25.11.2023

მანდატურის სამსახურის თანამშრომლები გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგს დაესწრნენ

მანდატურის სამსახურის თანამშრომლები გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგს დაესწრნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი და სამსახურში არსებული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები დაესწრნენ. 

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული როლები და სტერეოტიპები; გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები; ქალთა მიმართ, ასევე, ოჯახში ძალადობისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ეტაპები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და CEDAW კომიტეტის სტანდარტები და პრეცედენტული საქმეები; ძალადობაგამოვლილი პირებისთვის გათვალისწინებული სერვისები და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურება.

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, UN Women-ის კონსულტანტების მონაწილეობით.       

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge