საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

27.11.2023

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგმა ყარაჯალის საჯარო სკოლაში ადრეული ქორწინების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგმა ყარაჯალის საჯარო სკოლაში ადრეული ქორწინების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგმა ელშან ბაირამოვმა ქვემო ქართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალის საჯარო სკოლაში, ადრეული ქორწინების რისკების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე გამართა.

შეხვედრას სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ადრეული ქორწინების თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალშიც სისტემატურად გამართავს.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge