ახალი ამბები
29.11.2023
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა სკოლებში თანასწორობის თემაზე მრავალფეროვანი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები ჩაატარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში თანასწორობის თემაზე მრავალფეროვანი საინფორმაციო-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.
ტრენერმა მანდატურებმა და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორებმა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებთან ტოლერანტობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების თემებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა თანასწორობის თემისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები, ნახატები და პოსტერები მოამზადეს. გამოფენის მონაწილე მოსწავლეებს, მანდატურის სამსახურის სახელით, სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებები ევროპის საბჭოს „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი