საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.12.2023

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მანდატურის სამსახურმა დასკვნითი ღონისძიება ქუთაისში გამართა

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მანდატურის სამსახურმა დასკვნითი ღონისძიება ქუთაისში გამართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება - ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთა შორის, ქუთაისში გაიმართა.

ინტელექტუალურ შეჯიბრს თანასწორობის თემაზე ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ინტელექტუალურ თამაშში ქუთაისის N1, N2, N3, N9, N14 და N31 საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ის ცნობილი ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეები გაიხსენეს, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებების, ასევე, თანასწორობის იდეისთვის იბრძოდნენ.

შეჯიბრი სკოლებს შორის თითქმის თანაბარი ქულებით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო შეკითხვა, რის შემდეგაც დამატებითი ტურის ჩატარება საჭირო აღარ გახდა და სწორი პასუხით გამარჯვება ქუთაისის N3 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და  ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

მიმდინარე სასწავლო წელს, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეთა შორის ბათუმში, თელავში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში გამართა.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge