საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.12.2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი რუსთავის N20 საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი რუსთავის N20 საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, სამსახურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის N20 საჯარო სკოლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

მე-8-9 კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ასახავდა. ბავშვებმა ასევე მოამზადეს პრეზენტაციები და ნაადრევი ქორწინების თემაზე მათ მიერ შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა მოაწყვეს.

ღონისძიების მომზადებამდე, რუსთავის N20 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების დაუშვებლობის საკითხებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად არის ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიაში. კამპანიის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge