ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა ევროპის საბჭოს პროექტის დახურვის ღონისძიებასა და მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ დახურვის ღონისძიებასა და მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე მენო ეტემამ და ბელგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში, მიქელ პეეტერმანსმა გახსნეს.
სოფიო აბულაშვილი სიტყვით წარსდგა პანელზე „დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვა“.
ცალკე პანელი დაეთმო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერი მანდატურის, სალომე მეტრეველის გამოსვლას, თემაზე „რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო სანდო მანდატური“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ევროპის საბჭოსთან 2019 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან პარტნიორობის შედეგად, ტრენერად მომზადდა საგანმანათლებლო დაწესებულების 90-მდე მანდატური, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და კოორდინატორი. თავის მხრივ, ტრენერად მომზადებულმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა 1300 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადაამზადეს და მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ტოლერანტობისა და თანასწორობის თემებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საჯარო სკოლების 17000 მოსწავლესთან ჩაატარეს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი