ახალი ამბები
საგანმანათლებო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლებში სოციალურ მუშაობის თემაზე შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სკოლებში სოციალურ მუშაკთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტისა და რესურს-ცენტრების წარმომადგენლები, ასევე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის იმ სკოლების დირექტორები, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა შეხვედრის მონაწილეებს მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების მიერ 2023 წლის საშემოდგომო სემესტრში ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა და 2024 წლის საგაზაფხულო სემესტრში დაგეგმილი საქმიანობა გააცნო.
უახლოეს დღეებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სკოლებში სოციალური მუშაობის თემაზე შეხვედრებს შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონების სკოლების წარმომადგენლებთანაც გამართავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი