საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

28.10.2025

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების პროფესიული ზედამხედველის შესარჩევი კონკურსი

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების პროფესიული ზედამხედველის შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების პროფესიული ზედამხედველის პოზიციაზე

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებისა და მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) სამუშაო გამოცდილება - ბავშვის განვითარების (კოგნიტური, ფსიქო-ემოციური, მოტორული, ადაპტური სფეროები) და/ან ფსიქოსაგანმანათლებლო  შეფასების პრაქტიკული გამოცდილება შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით - არანაკლებ 2 წელი;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სფეროში პროფესიული ზედამხედველობის ან/და მომსახურების კოორდინირების გამოცდილება (სასურველი);

ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

ზ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 

შრომის ანაზღაურება: 2904 ლარი (დარიცხული)

 

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;

გ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის N16/ნ ბრძანება;

დ) “ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის N28/ნ ბრძანება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

ა) პროფესიულ ზედამხედველობას უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფი ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების საქმიანობას და მათზე დაკისრებული სამუშაოს მაღალი ხარისხით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას;

გ) უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებთათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ხელშეწყობას მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტების გაძიერების გზით;

დ) უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში სირთულეების იდენტიფიცირებას, გადაჭრის გზების მოძიებას და ცენტრში შემოსულ მომართვებზე ეფექტურ რეაგირებას;

ე) უზრუნველყოფს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების ცენტრის/სამსახურის სხვა თანამშრომლებთან და სამსახურის მიღმა უწყების წარმომადგენლებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, ასევე, მულტიდისციპლინური მუშაობის პრინციპით მოქმედებას;

ვ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეფასებასა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვას;

ზ) უზრუნველყოფს თანამშრომელთათვის პროფესიული და ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღმოჩენას;

თ) უზრუნველყოფს ყოველი წლის ბოლოს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების სპეციალისტების საქმიანობის ხარისხის შეფასებისა და სარეკომენდაციო ანგარიშის მომზადებას;

ი) ეცნობა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების მიერ მომზადებულ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნებს და/ან საკონსულტაციო მომსახურების ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მათ რედაქტირებას/სპეციალისტებისთვის უკუკავშირის მიწოდებას;

კ) ორგანიზებას უწევს და წარმართავს სპეციალისტების სამუშაო შეხვედრებს, შემთხვევების განხილვებს და პროფესიულ მხარდაჭერას უწევს სპეციალისტებს შემთხვევებზე რეაგირების და პრობლემური სიტუაციების გადაჭრის პროცესში;

ლ) ხელს აწერს და ავიზებს უშუალოდ მის პასუხისმგებლობაში შემავალ დოკუმენტაციას/კორესპონდენციას;

მ) ეცნობა ცენტრში შემოსულ მომართვებს და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მომართვების სპეციალისტებზე დელეგირების პროცესში;

ნ) აქვს ეფექტური კომუნიკაცია და რეგულარულად ცვლის ინფორმაციას ცენტრის სხვა თანამშრომლებთან და ხელმძღვანელთან;

ო) ამზადებს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, მათ შორის, სტატისტიკას, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სპეციალისტების მიერ განხორციელებული სამუშაოს თაობაზე;

პ) განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასთან და მუშაობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის მის ხელმძღვანელს - მიმართულების მენეჯერს;

ჟ) აცნობს სპეციალისტებს სფეროში არსებულ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სიახლეებს;

რ) ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების ერთმანეთთან, ცენტრის და მის მიღმა სპეციალისტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, ასევე, მულტიდისციპლინური პრინციპით მოქმედებას;

ს) წვლილი შეაქვს მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში;

ტ) მის პასუხისმგებლობაში შემავალი საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად ზრუნავს დამატებითი რესურსების მოძიებასა და სხვადასხვა ჩართულ მხარესთან თანამშრომლობითი კავშირების დამყარებაზე;

უ) მონაწილეობას იღებს ხელმძღვანელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, ცენტრში და მის მიღმა დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ელექტრონულ ფოსტაზე (hr3@mandaturi.gov.geგამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

ü  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

            

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სპეციალური კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.)  უნდა იყოს  ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                                   

 

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

 

ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების პროფესიული ზედამხედველის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge;

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

 

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 202წლის 28 ოქტომბრიდან 2025 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით;

  

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ;   

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge