ახალი ამბები
ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) საკონსულტაციო მომსახურების მენეჯერის შესარჩევი კონკურსი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) საკონსულტაციო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის, ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მათი ოჯახების საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
დ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
ვ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
შრომის ანაზღაურება: 3000 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
ე) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება;
ზ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N16/ნ ბრძანება.
· ხელმძღვანელობს და წარმართავს მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებას და ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) – (შემდგომ - ცენტრი) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების პროფესიული ზედამხედველების (შემდგომ - პროფესიული ზედამხედველები) საქმიანობას; |
· ახორციელებს კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული ზედამხედველების მიერ სამსახურებრივი მოვალეობისა და საქართველოს კანონმდებლობის/სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებაზე; |
· ანაწილებს სამუშაოს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; |
· უზრუნველყოფს ჯამური - ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას, მათ ანალიზს და ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას; |
· უზრუნველყოფს უშუალოდ მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა, ფიზიკური პირების განცხადებების, წერილების, დოკუმენტაციის დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას. ასევე, ეცნობა და ამზადებს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წარმოებულ კორესპონდენციას; |
· ზრუნავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების (ფსიქოსაგანმანათლებლო საკონსულტაციო მომსახურების) მუდმივ განვითარებაზე; |
· აქვს აქტიური და უწყვეტი კონტაქტი მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან, ატარებს მათთან შეხვედრებს და ეცნობა მათ მუშაობასა და ანგარიშებს; |
· წვლილი შეაქვს მთლიანად ცენტრის (სამმართველოს) მომსახურების და მასში ჩართული სპეციალისტების განვითარებაში; |
· მონაწილეობს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებაში საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან/მხარეებთან; |
· აქტიურად თანამშრომლობს რესურსსკოლებთან საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის ფარგლებში და წვლილი შეაქვს რესურსსკოლების საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებაში; |
· კომპეტენციის ფარგლებში, წვლილი შეაქვს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/პროტოკოლების, მეთოდოლოგიური რესურსის განვითარებაში; |
· განსაზღვრავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების განვითარების და პროფესიული ზედამხედველების რაოდენობის გაზრდის საჭიროებებს და ზრუნავს მიმართულების და პროფესიული ზედამხედველების მუდმივ განვითარებაზე; |
· უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემური შემთხვევების გადაჭრას; |
· ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში შემავალ და სხვა სპეციალისტებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებს და მულტიდისციპლინური მიდგომით მუშაობას; |
· უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების თანამშრომლების მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებას; |
· აქვს მჭიდრო თანამშრომლობა სხვა მიმართულების მენეჯერებთან და მათთან კოორდინირებულად წარმართავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების საქმიანობებს; |
· აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ფსიქოსოციალური მომსახურების სპეციალისტებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის მომსახურების გაწევის მიმართულებით; |
· წვლილი შეაქვს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების/მომსახურების ხარისხის განვითარებაში და ცნობადობის ამაღლებაში, როგორც სამსახურის ფარგლებში, ასევე, მის მიღმა; |
· მუდმივად ანახლებს თავის ცოდნას ინკლუზიურ/სპეციალურ განათლებასა და მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებაში მიმდინარე კვლევებისა და სიახლეების შესახებ და ზრუნავს ცოდნის გავრცელებაზე ცენტრის თანამშრომლებში; |
· ამზადებს ცენტრის უფროსთან და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრისთვის განსახილველ საკითხებს; |
· ხელს აწერს და ავიზებს უშუალოდ მის პასუხისმგებლობაში შემავალ დოკუმენტაციას; |
· ასრულებს უფროსის დავალებებს, მითითებებსა და ბრძანებებს; |
· ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
ü სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან. სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
ცენტრის (სამმართველო) საკონსულტაციო მომსახურების მენეჯერობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
საბუთების წარდგენა:
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 29 აპრილიდან 2024 წლის 03 მაისის ჩათვლით
ü კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე;
ü 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ü ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100); ü ცნობა ნასამართლობის შესახებ; ü 27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.
|
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი