ახალი ამბები
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებებისა და რესურსების განვითარების მენეჯერის შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებების და რესურსების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის, ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
ზ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
შრომის ანაზღაურება: 2640 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება;
ვ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N16/ნ ბრძანება.
• ხელმძღვანელობს და წარმართავს მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებას;
• უზრუნველყოფს ჯამური - ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას, მათ ანალიზს და ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;
• უზრუნველყოფს უშუალოდ მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა, ფიზიკური პირების განცხადებების, წერილების, დოკუმენტაციის დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
• ზრუნავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების მუდმივ განვითარებაზე
• აქტიურად თანამშრომლობს სხვა მიმართულებების მენეჯერებთან/სპეციალისტებთან და სამსახურის მიღმა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა და რესურსების განვითარების მიზნით;
• წვლილი შეაქვს მთლიანად ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) მომსახურების და მასში ჩართული სპეციალისტების განვითარებაში;
• უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურებების დანერგვა/განვითარების პროცესის ხელშეწყობას და მონაწილეობს ცენტრის განვითარების სამოქმედო გეგმების, მეთოდოლოგიური რესურსების, ტრენინგების და სფეროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ახალი მხარდამჭერი ინიციატივების შემუშავებაში;
• მონაწილეობს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებაში საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან/მხარეებთან;
• კომპეტენციის ფარგლებში წვლილი შეაქვს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/პროტოკოლების, მეთოდოლოგიური რესურსის განვითარებაში;
• უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემური შემთხვევების გადაჭრას და წვლილი შეაქვს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირებაში;
• უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებასთან დაკავშირებული სამუშაოს მაღალი ხარისხით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებას;
• აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ცენტრის სხვა მიმართულების მენეჯერებთან და მათთან კოორდინირებულად წარმართავს საკუთარ პასუხისმგებლობაში შემავალ საქმიანობას;
• წვლილი შეაქვს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების/მომსახურების ხარისხის განვითარებაში და ცნობადობის ამაღლებაში, როგორც სამსახურის ფარგლებში, ასევე, მის მიღმა;
• მუდმივად განაახლებს თავის ცოდნას ინკლუზიურ/სპეციალურ განათლებაში მიმდინარე კვლევებისა და სიახლეების შესახებ და ზრუნავს ცოდნის გავრცელებაზე ცენტრის თანამშრომლებში;
• ამზადებს ცენტრის უფროსთან და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრისთვის განსახილველ საკითხებს;
• ასრულებს უფროსის დავალებებს, მითითებებსა და ბრძანებებს;
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
ü სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
ცენტრის (სამმართველო) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებების და რესურსების განვითარების მენეჯერობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
საბუთების წარდგენა:
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 თებერვლიდან 2024 წლის 01 მარტის ჩათვლით;
ü კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე;
ü 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ü ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
ü ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ü 27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი