ახალი ამბები
არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისისა და რეგიონების 35 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებს, რომელთა მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს, მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები უძღვებოდნენ.
შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებული დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფორმები, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სხვა.
შეხვედრების მონაწილეებმა ასევე განიხილეს ბულინგისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, სოციალური მედიის, სხვადასხვა სახის შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა თუ მობილური ტელეფონის საშუალებით განხორციელებული ბულინგის შემთხვევების, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ქმედებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მზარდი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, თანამედროვე მსოფლიოში, პირადი ცხოვრების დაცვა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ამ გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით, არასრულწლოვნები დგანან. შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი