საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.03.2024

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე დამტკიცდა პროექტის წლიური სამოქმედო გეგმა პარტნიორი ორგანიზაციებისათვის.

შეხვედრაში ევროპის საბჭოს ოფისის ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან 2019 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. სპეციალურად მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, ტრენერად მომზადდა საგანმანათლებლო დაწესებულების 90-მდე თანამშრომელი. თავის მხრივ, მანდატურის სამსახურის ტრენერებმა 1 300 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადაამზადეს. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ტოლერანტობისა და თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საქართველოს საჯარო სკოლების 17 500-მდე მოსწავლესთან ჩაატარ

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge