ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარეს
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თბილისისა და რეგიონების 26 მანდატურმა გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარა.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული როლები და სტერეოტიპები; გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ეტაპები და აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და CEDAW კომიტეტის სტანდარტები და პრეცედენტული გადაწყვეტილებები; ძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიცირების სირთულეები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები; ძალადობაგამოვლილი პირებისათვის გათვალისწინებული სერვისები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ოჯახში ძალადობის თავისებურებები, ციკლი და დინამიკა; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორები და შედეგები; მსხვერპლის იდენტიფიცირება - საფრთხის სიგნალები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და შემსწრე ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები და რეაქციები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები და სხვა.
ტრენინგი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს.
ტრენერთა ტრენინგს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტები უძღვებოდნენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი