საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

28.03.2024

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ტაჯიკეთის დელეგაცია ეწვია

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ტაჯიკეთის დელეგაცია ეწვია

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ტაჯიკეთის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი და მანდატურის სამსახურის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

ტაჯიკეთის დელეგაციის სასწავლო ვიზიტის მიზანს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განრიდება/მედიაციის პროგრამის, დანაშაულის პრევენციის და მასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ტაჯიკეთის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა, რეაგირების მექანიზმები, ძალადობისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, მიღწეული შედეგები და მიმდინარე პროგრამები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო მედიაციასა და სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტებს, ასევე, ფსიქოსოციალური მომსახურების მხარდამჭერ სერვისებს.

ტაჯიკეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge