ახალი ამბები
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურმა სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა მოსწავლეებს აუტიზმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მოეწყო თემატური ანიმაციური ფილმის განხილვა და დისკუსია. მოსწავლეები გაეცნენ აუტიზმის სპექტრის მქონე, მსოფლიოში წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს; გაიმართა აუტიზმის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ 2007 წელს დაწესდა. ამ თარიღის აღნიშვნის მიზანია აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მხარდაჭერა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი