ახალი ამბები
მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ორდღიანი გასვლითი სემინარი, აჭარაში გაიმართა სადაც, ტელე-რადიო კომპანიებისა და რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მედია-სემინარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესწრებოდა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მანდატურის სამსახური განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთ წარმატებული პროექტია.
მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მანდატურთა საქმიანობაზე და მათ ძირითად უფლება-მოვალეობებზე ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
სემინარის მონაწილეებს განემარტათ, რატომ შეიქმნა მანდატურის სამსახური, რა არის სამსახურის მთავარი მიზნები და რა მომზადება გაიარეს მანდატურებმა საჯარო სკოლებში სამსახურის დაწყებამდე.
შეხვედრაში რამდენიმე მანდატურიც მონაწილეობდა, მათ თავიანთ მაგალითზე ისაუბრეს თუ რა ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან. მანდატურების თქმით, სკოლის მოსწავლეები მათ უფროს მეგობრებს უწოდებენ და მათთან უკვე პირადი პრობლემებითაც მიდიან. მანდატურებმა საქმიანობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზეც ისაუბრეს და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპაუხეს.
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ, სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების შემთხვევები, შემცირდა მოსწავლეების დაგვიანებისა და სკოლიდან გაპარვის ფაქტები, აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის შემთხვევები, მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისა და სკოლებში სასკოლო ქონების დაზიანების ფაქტები.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი