ახალი ამბები
გურიაში მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე გურიაში მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობას გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების ადგილზე იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში განთავსდება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, ასევე, დაგეგმარებისა და ანალიზის რეგიონული სამმართველო. აქვე, მოეწყობა ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული და მორგებული ბავშვთა საჭიროებებზე.
ოზურგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებსაც შეხვდა. გელა გელაძემ შეხვედრაზე სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და გურიის მხარეში სასკოლო უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი