საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.01.2026

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების შესარჩევი კონკურსი

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების პოზიციაზე შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

 

 

 

 

  • თბილისი - 1 ვაკანსია;
  • კახეთი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია;
  • კახეთი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია;
  • შიდა ქართლი (გორის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია;
  • შიდა ქართლი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია;
  • ქვემო ქართლი (გარდაბნის მუნიცილაპიტეტი) - 1 ვაკანსია;
  • ქვემო ქართლი (რუსთავი) - 1 ვაკანსია;
  • აჭარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია.

 

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;

ბ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში ან სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან/პირებთან ფსიქოლოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, კოგნიტური, აკადემიური და ფუნქციური უნარების შეფასების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

გ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი);

დ)  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მოსწავლეების მშობლებისთვის კონსულტირების გაწევის გამოცდილება (სასურველი);

ე)  შეფასების ანგარიშების წერის გამოცდილება;

ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 

შრომის ანაზღაურება: 2400 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 8

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;

გ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის N16/ნ ბრძანება;

დ) “ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის N28/ნ ბრძანება.

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

) ხელი შეუწყოს სამოქმედო ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების პროცესის განხორციელებას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე;

ბ) მისი სამოქმედო რეგიონის ფარგლებში უზრუნველყოს მოსწავლის/პირის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და პირის/მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

გ) უზრუნველყოს მომსახურების დროული და მაღალი ხარისხით გაწევა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრში (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) შემოსულ მომართვებზე. ასევე, თავის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერების/დოკუმენტაციის წარმოება ცენტრის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა, ვადებისა და ფორმების შესაბამისად;

დ) შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, მოამზადოს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა და მისი ადრესატთან გაგზავნის უზრუნველყობა, ასევე, უზრუნველყოს დასკვნაში წერილობით ასახული ინფორმაციის მოსწავლისთვის/პირისთვის, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის გაცნობა/განმარტება;

ე) მოსწავლეებისთვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისთვის/დირექციისთვის, მასწავლებლებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) თანამშრომლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთათვის/უფლებამოსილი პირებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის უზრუნველყოს  კონსულტაციის გაწევა მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე (სსსმ მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესსა და გარემოში ეფექტიანი ჩართულობა, სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფა, სწავლა-სწავლების სტრატეგიები, დამხმარე საშუალებები/აკომოდაციები, საგანმანათლებლო ტრანზიციის ხელშეწყობა და/ან სხვა ინკლუზიური და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები); 

ვ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების და მის კომპეტენციებში შემავალი პრობლემური საკითხების გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს  გეგმიური და საჭიროებით განპირობებული ვიზიტები საჯარო სკოლებსა და რესურსსკოლებში (სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლა);

ზ) მონაწილეობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების შერჩევის პროცესში;

თ) უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კომპეტენციების ამაღლების მიზნით,  მონაწილეობს შესაბამის ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში, ასევე,  ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროფესიული ზედამხედველობის პროცედურებში;

 ი) მონაწილეობს ცენტრის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, მის კომპეტენციაში შემავალი  საკითხების,  ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროსთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავების, ტრენინგების, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების მომზადებასა და ჩატარების პროცესში;  

კ) მომსახურების მიმღების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კოორდინირებულად მუშაობს მოსწავლის/პირის შემთხვევაში ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, მონაწილეობს მულტიდისციპლინური და მულტისექტორული შემთხვევების განხილვებში/შეხვედრებში;

ლ)  მის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ აწარმოებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკას და წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში ინფორმაციას აწვდის ცენტრის კოორდინატორს ან/და ასახავს შესაბამის ელექტრონულ ფორმაში/ბაზაში;

) ასრულებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუქნცია-მოვალეობებს.

 

 

ელექტრონულ ფოსტაზე (hr3@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფუნქცია-მოვალეობების მითითებით).

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.   

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.    

 

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                            

            

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

 

ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

 

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 22 იანვრიდან 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით;

 

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს  სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ü  ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ;

ü  ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;

ü  ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge