საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.09.2024

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების (სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებით) შესარჩევი კონკურსი

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების (სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებით) შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების (სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებით) პოზიციაზე

 

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური/სპეციალური განათლების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის სფეროში  მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი, მათ შორის, აუტისტური სპექტრის და ინტელექტუალური სირთულეების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;

 

გ)  საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

დ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

ვ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 

შრომის ანაზღაურება: 1815 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

 

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;

ე) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება;

ზ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის N16/ნ ბრძანება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

ა) განახორციელოს  გეგმური და საჭიროებით განპირობებული პროფესიული სუპერვიზია „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“, „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების“ ქვეპროგრამის  ფარგლებში განსაზღვრულ ინტეგრირებულ კლასებში (თბილისსა და რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) და ასევე,  მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის განსაზღვრულ რესურსსკოლებში (თბილისსა და რეგიონებში  (ახალციხე, ჭიათურა);

ბ) ინტეგრირებულ კლასებსა და საგანმანათლებლო სერვისებში, ასევე, სამიზნე რესურსსკოლებში,  უზრუნველყოს გეგმური და საჭიროებით განპირობებული ვიზიტები მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვების, წარმოებული დოკუმენტაციის და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების სუპერვიზიის, არსებული პრობლემების იდენტიფიკაციის და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის/კონსულტირების გაწევის მიზნით;

გ) მომართვაზე საპასუხოდ, უზრუნველყოს აუტიზმის მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება საჯარო სკოლებისთვის - ინდივიდუალური კონსულტირება გაუწიოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, სკოლის წარმომადგენლებს  მოსწავლის საგაკვეთილო/სასკოლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ხელი შეუწყოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და სკოლის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას მოსწავლის განათლების მხარდაჭერის პროცესში. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს დამატებითი სპეციალისტის ჩართვის ან/და მოსწავლის სხვა მომსახურებაში გადამისამართების საჭიროება;

დ) მომსახურების მიმღების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კოორდინირებულად იმუშაოს შემთხვევაში ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტთან, მონაწილეობა მიიღოს მულტიდისციპლინურ და მულტისექტორულ განხილვებში/შეხვედრებში;

ე) უზრუნველყოს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) მიერ განსაზღვრული დოკუმენტაციის, ასევე, ანგარიშების/სტატისტიკის წარმოება მის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ და ინფორმაცია მიაწოდოს ცენტრის კოორდინატორს ან/და ასახოს შესაბამის ელექტრონულ ფორმაში/ბაზაში;

) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული  კომპეტენციების განვითარების ტრენინგებსა და შეხვედრებში, ასევე, ცენტრის მიერ განსაზღვრული პროფესიული ზედამხედველობის პროცედურებში; 

ზ) მონაწილეობა მიიღოს ცენტრში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, მის კომპეტენციაში შემავალი  საკითხებისა და დოკუმენტაციის განხილვაში, ასევე, მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავების, რენინგების  მომზადებისა და ჩატარების პროცესში;

თ) შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც დადგენილია კანონმდებლობით ან გამომდინარეობს მისგან. სამუშაოს შესრულებისას ზედმიწევნით დაიცვას სამსახურში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის, ხელმძღვანელის მითითებები და შინაგანაწესის მოთხოვნები.

      

 

ელექტრონულ

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

 

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის (სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებით) კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

 

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;

 

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს  სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ü  ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ;

ü  ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;

ü  ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)