ახალი ამბები
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ოკუპაციური თერაპევტის შესარჩევი კონკურსი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ოკუპაციურ თერაპიაში;
ბ) ბავშვებთან და მათ ოჯახებთან ოკუპაციურ თერაპევტად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;
გ) დამხმარე/ადაპტური საშუალებების შერჩევა-გამოყენების კომპეტენციის ქონა (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სავარძელ-ეტლების მორგების სერტიფიკატით);
დ) ბავშვის სენსორული ფუნქციონირების შეფასების კომპეტენციის ქონა (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სენსორულ ინტეგრაციის მიდგომაში სერტიფიკატით);
ე) უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ინკლუზიური/სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
შრომის ანაზღაურება: 1815 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
ე) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება;
ზ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N16/ნ ბრძანება.
ფუნქცია-მოვალეობები:
ელექტრონულ
ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატი;
ü სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ოკუპაციური თერაპევტის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
საბუთების წარდგენა:
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;
ü კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე;
ü 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ü ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
ü ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ü ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ;
ü ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
ü ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ü 27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი