ახალი ამბები
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის (ქცევის სირთულეების მიმართულებით) შესარჩევი კონკურსი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის (ქცევის სირთულეების მიმართულებით) პოზიციაზე
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
ბ) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიდგომით/ქცევის თერაპევტად მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;
გ) ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში პროფესიული ზედამხედველობის გაწევის გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;
დ) გავლილი აქვს საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსი ან არის ამავე კურსის სტუდენტი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის, მათ შორის მშობლებისთვის ან/და ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული პირებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;
ვ) ხელმძღვანელ პოზიციაზე/გუნდის ლიდერად მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
(უპირატესობა მიენიჭებათ ასეთი გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
ზ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
თ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
ი) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
შრომის ანაზღაურება: 3490 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკონკურსო თემატიკა:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
გ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N16/ნ ბრძანება;
დ) “ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის N28/ნ ბრძანება.
ფუნქცია-მოვალეობები:
ელექტრონულ ფოსტაზე (hr3@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფუნქცია-მოვალეობების მითითებით).
üსაერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ამავე კურსის სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის (ქცევის სირთულეების მიმართულებით) კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
საბუთების წარდგენა:
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 22 იანვრიდან 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
ü კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე;
ü 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ü ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
ü ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ü 27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

