საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

20.07.2024

მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა ადამიანის უფლებების სწავლებაში ტრენერთა ტრენინგი გაიარა

მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა ადამიანის უფლებების სწავლებაში ტრენერთა ტრენინგი გაიარა

  

 

 

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ადამიანის უფლებების სწავლებაში ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგის გახსნას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრო.

„განგრძობითი განათლება და ცნობიერების გაზრდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა და თანასწორობა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიღებული ცოდნა სათანადოდ გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთან, ჩვენი ტრენერები მუდმივად ატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს მოსწავლეებთან, რათა ხელი შევუწყოთ სკოლებში  უსაფრთხო, თანასწორი, ზრუნვაზე ორიენტირებული და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას“, - აღნიშნა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა.

ტრენინგებს ევროპის საბჭოს ექსპერტები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერად მომზადებული თანამშრომლები უძღვებოდნენ.

   

ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:  სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია; ბულინგი და კიბერბულინგი; ეფექტიანი ფასილიტაცია; ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები; სიძულვილის ენა და სხვა.

 

     

ტრენინგები ჩატარდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ ფარგლებში.

  

  

 

 

  

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge