ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 40-მა სოციალურმა მუშაკმა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი გაიარა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტები უძღვებოდნენ.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული ნიშნით ძალადობის ცნება და მახასიათებლები; ძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიცირების სირთულეები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ოჯახში ბავშვზე ძალადობა; მხარდამჭერი მიდგომები ძალადობის მსხვერპლი ქალის და ბავშვის მიმართ; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები; ძალადობაგამოვლილი პირებისათვის გათვალისწინებული სერვისები და სხვა.
ტრენინგის დახურვას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ დავითაშვილი დაესწრო. მარიამ დავითაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციას მანდატურის სამსახურთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანანმშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
ტრენინგები ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შვედეთის დაფინანსებული პროექტის „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი