საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

03.09.2024

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის თანამშრომლებმა ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების პროფესიული გაძლიერების ტრენინგი გაიარეს

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის თანამშრომლებმა ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების პროფესიული გაძლიერების ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის 60-მა თანამშრომელმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მხარდაჭერით ორგანიზებული, ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების პროფესიული გაძლიერების ტრენინგი გაიარა.

ტრენინგზე განიხილეს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების მისია, მიზნები და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინდიკატორები.

ტრენინგის გახსნას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრო. მან იუნისეფის წარმომადგენლობას საქართველოში მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა:

„მანდატურის სამსახური  მოწოდებულია მისი მომსახურებების უწყვეტი განვითარებისკენ. მაღალი ხარისხის მომსახურება კი მოითხოვს არა მხოლოდ თავდაუზოგავ შრომას, არამედ ცოდნისა და უნარების მუდმივ განახლებას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც განათლების სისტემაში უზრუნველვყოფთ, იყოს სათანადო ხარისხის და მომსახურებით მოსარგებლეთა საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული. დარწმუნებული ვარ, ეს ტრენინგი ჩვენი თანამშრომლებისთვის იქნება თანაბრად ღირებული შესაძლებლობა შემდგომი პროფესიული ზრდისთვის, ერთმანეთთან დაკავშირებისა და მოტივაციის ამაღლებისათვის“.

საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გასაძლიერებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში, შემუშავდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის ახალი მოდელი. აღნიშნული მოდელის გათვალისწინებით, 2024 ელს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ჩამოყალიბდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ერთეული - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც აერთიანებს განათლების სისტემის სხვადასხვა უწყებაში მანამდე არსებულ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების მხარდამჭერ მომსახურებებს.

ცენტრის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურებების განვითარებას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, მათ შორის, სპეციალიზებულ საკონსულტაციო მომსახურებას სმენის, მხედველობის, მრავლობითი და კომუნიკაციის დარღვევის მიმართულებით.

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი თავის მომსახურებას ახორციელებს მანდატურის სამსახურში არსებულ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის გაწევას ერთი უწყების ფარგლებში.

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge