საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.09.2024

მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის 114-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის 114-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი თბილისის 114-ე საჯარო სკოლას ეწვია. მანდატურის სამსახურის უფროსი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და მათ წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

2024-2025 სასწავლო წელს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, უსაფრთხოების კომპონენტით, საქართველოს მასშტაბით, 720 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტი სწავლობს.

სრული დატვირთვით აგრძელებს ფუნქციონირებას საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 10 ოფისი თბილისსა და რეგიონებში. ცენტრის ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები უფასო, მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას სთავაზობენ მოსწავლეებს და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სხვა სუბიექტებს. ამასთან, მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები სოციალურ მუშაობას საქართველოს უკვე 71 საჯარო სკოლაში ახორციელებენ.

2024 წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელმაც გააერთიანა განათლების სისტემის სხვადასხვა უწყებაში მანამდე არსებული, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების მხარდამჭერი მომსახურებები. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პროცესის კოორდინაცია და კიდევ უფრო გაიზრდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge