საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

03.10.2024

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ორგანიზებული, ლტოლვილი ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების ტრენინგი გაიარეს.

 

ტრენინგის გახსნას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ დავითაშვილი დაესწრო, რომელმაც საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცა: ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა; ტრავმული სტრესი, მისი მახასიათებლები და გამოვლინებები; ფსიქოსოციალური ჩარევის პრინციპები და სტაბილიზაციის მეთოდები; პრევენცია.

 

ტრენინგს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ნინო მახაშვილი უძღვებოდა.

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განაგრძობს უკრაინაში მიმდინარე ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსასყიდლო ფსიქოსოციალური მომსახურებისა და საკონსულტაციო სერვისის მიწოდებას.

 

 

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge