ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სასკოლო სოციალური მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს საჯარო სკოლებში განხორციელებული სოციალური მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ დავითაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტისა და რესურს-ცენტრების წარმომადგენლები, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები და იმ სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი.
შეხვედრების მონაწილეები 2024 წლის საგაზაფხულო სემესტრში სკოლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ და მიმდინარე სასწავლო წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალურ მუშაობას ამჟამად საქართველოს 71 სკოლაში ახორციელებს. სასკოლო სოციალური მუშაობის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა, საჭიროებების ამოცნობა და აღდგენითი პროცესების დანერგვა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი