ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი ქალაქ რუსთავის 28-ე საჯარო სკოლას ეწვია და „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში მანდატურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მოსწავლეებმა ტოლერანტობისა და თანასწორობის თემაზე მომზადებული პრეზენტაციები, ნახატები და პოსტერები წარმოადგინეს და „ჩრდილების თეატრის“ მინი-სპექტაკლი გამართეს. შემაჯამებელი ღონისძიების მომზადებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ბავშვებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარეს და მათ ნეგატიურ სტერეოტიპებთან, დისკრიმინაციასა და ტოლერანტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა ღონისძიების მონაწილეებს „თანასწორობის კვირეულში“ აქტიური ჩართულობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
„თანასწორობის კვირეულს“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ყოველწლიურად, საქართველოს საჯარო სკოლებში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი