ახალი ამბები
26.11.2024
მანდატურის სამსახურმა თანასწორობის კვირეული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკებისა და მანდატურების ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარეს. ბავშვებმა მოამზადეს შემეცნებით პოსტერები, ნახატები და კედლის გაზეთები, ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.
ღონისძიებების მონაწილე მოსწავლეებს, ევროპის საბჭოსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი