ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი მოსწავლეთა მშობლებისთვის ახალ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი მოსწავლეთა მშობლებს ინდივიდუალურ კონსულტირებასა და ფსიქოგანათლების ჯგუფებს სთავაზობს.
თანამედროვე მშობლის გამოწვევების შეფასების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ მისთვის საჭიროა ერთდროულად მდგრადი და მოქნილი ფორმის მხარდაჭერის შეთავაზება. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ შექმნილი, თვითდახმარების პრინციპზე დაფუძნებული ფასილიტირებული ჯგუფი საშუალებას აძლევს მშობელს, საჭიროების მიხედვით ჩაერთოს და მიიღოს მომსახურება მიმდინარე პრობლემებთან და/ან კრიზისულ შემთხვევებთან დაკავშირებით.
მშობელთა მხარდაჭერის ჯგუფი ხორციელდება როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, რაც დასწრებისა და სერვისის მიღების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
მშობელთა თვითდახმარების ჯგუფს ფასილიტაციას უწევს ცენტრის ორი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი. ჯგუფის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მშობლის ჩართვა შემთხვევების ტრიაჟის ეტაპზე ხდება, რაც პრევენციულ ხასიათსაც ატარებს.
ჯგუფის მიმდინარეობისას, სპეციალისტები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: სკოლასთან დაკავშირებული სირთულეები; თვითზრუნვა; სტრესი და მასთან გამკლავების სტრატეგიები; არარეალური მოლოდინები იდეალურ მშობლობასთან დაკავშირებით; აღზრდის სტრატეგიები; ბრაზის მართვა; გაჯეტები; ოჯახის სხვა წევრების მონაწილეობა აღზრდის საკითხებში; მეცადინეობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები; ასაკობრივი თავისებურებები.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ახალი მხარდამჭერი პროექტის განხორციელება საპილოტე რეჟიმში, 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ჯგუფის სერვისით ისარგებლა, დაახლოებით, 100-მდე მშობელმა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი