საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.03.2025

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგთა შესარჩევი კონკურსი

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

 

აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების  შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

 

 

 

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

. თბილისი - 4 ვაკანსია;

 

კახეთის ცენტრი: 

ქ. თელავი - 1 ვაკანსია;

 

შიდა ქართლის ცენტრი:

ქ. გორი - 1 ვაკანსია;

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

ქ. ქუთაისი - 1 ვაკანსია;

 

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;

 

აჭარისა და გურიის ცენტრი

. ბათუმი - 1 ვაკანსია.

 

ქვემო ქართლის ცენტრი:

ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია.

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;

ü  სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;

  üშეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); 

 üსახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;  

 ü  უცხო ენის ცოდნა (სასურველი);  

 ü საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

·         კომუნიკაბელურობა;

·         გამართულად მეტყველების უნარი;

·         ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;

·         სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;

·         დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·         გუნდურად მუშაობის უნარი.

 

შრომის ანაზღაურება: 2336 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (X1 და X2 თავები);

დ)  „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.

 

ფუნქციები:

 

  • უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები სუბიექტებისათვის კეთილსინდისიერი და სათანადო მომსახურების გაწევას ცენტრის სპეციალისტებისათვის დადგენილი სტანდარტებისა  და პერსონალური მონაცემების პრინციპის დაცვით;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას (პრევენცია, რეაგირება (მიღება, შეფასება, ჩარევა, მონიტორინგი)) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე მოსწავლეებისათვის;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ტრენინგებისათვის, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებისთვის მოდულების მომზადებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ვიზიტების განხორციელებას სხვადასხვა საჯარო სკოლაში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის, დირექციის წარმომადგენლების, მასწავლებლების ინფორმირებასა და კონსულტირებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ვიზიტების განხორციელებას ოჯახში, თუ მოსწავლის მდგომარეობა გადაუდებელია და ითხოვს ფსიქოლოგის მომსახურებას. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ აღიარებული სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას;
  • მომსახურების მიმღების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კოორდინირებულად მუშაობს მომსახურების მიმღების შემთხვევაში ჩართულ სახელმწიფო, თუ არასამთავრობო უწყებებთან;
  • უზრუნველყოფს ჯამური, ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის წარმომადგენლებისათვის, მასწავლებლებისათვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
  • სასკოლო თემში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;
  •  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინკლუზიური გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობას (მაგ., არამასტიგმატიზებელი დამოკიდებულება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მიმართ და ა.შ.);
  • კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე, ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს

 

 

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

ü  სპეციალობით არანაკლებ 6 თვიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.   

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.    

 

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს  ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                            

            

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

 

 

ფსიქოლოგის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

 

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 მარტიდან 2025 წლის 28 მარტის ჩათვლით;

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს  სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ (მოხსნილი/გაქარწყლებული ნასამართლობის მითითებით) და უფლების ჩამორთმევის შესახებ;

 

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge