საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.03.2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონული ცენტრების საგანმანათლებლო დაწესებულების 300-მდე მანდატურმა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეული ქორწინებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და პრევენციის საკითხებზე ონლაინ ტრენინგი გაიარა.

ტრენინგზე დეტალურად განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობის თავისებურებები, ციკლი და დინამიკაბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორები და შედეგები; მსხვერპლის იდენტიფიცირება - საფრთხის სიგნალები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ეტაპები და აღნიშნული სფეროს  მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტებიძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიცირების სირთულეებიადრეული ქორწინება და მასთან ბრძოლის მექანიზმები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები და სხვა.

ტრენინგებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ტრენერად გადამზადებული, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორი და საგანმანათლებლო დაწესებულების ტრენერი მანდატურები უძღვებოდნენ.

ტრენინგების ციკლი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.


 

 


 

 

 




როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)