საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

21.03.2025

მანდატურის სამსახურმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სკოლებში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა

მანდატურის სამსახურმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სკოლებში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა საჯარო სკოლებში მრავალფეროვანი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები გამართეს. აქტივობებში დედოფლისწყაროს, ფოთის, ხაშურის, გორისა და ამბროლაურის იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი. სოციალური მუშაკების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა მოამზადეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული პოსტერები, ნახატები და პრეზენტაციები.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 21 მარტს აღინიშნება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უერთდება წლევანდელ მთავარ გზავნილს - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“ და აგრძელებს ზრუნვას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების მხარდამჭერი მომსახურებების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, რათა ინკლუზიურ გარემოში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხარისხიანი განათლების მიღების, პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სრულფასოვანი შესაძლებლობები ჰქონდეთ. 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)