საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.03.2025

მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაობის საერთაშორისო კვირეული სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნა

მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაობის საერთაშორისო კვირეული სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნა

სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული კვირეულის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები ჩაატარეს.

სოციალური მუშაკების ორგანიზებით, მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსიები, რომელშიც სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრებზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სოციალური მუშაკის როლი სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში; სოციალური მუშობა - დახმარება, მხარდაჭერა და ცვლილება; სოციალური სამართლიანობა და დისკრიმინაცია.

ღონისძიებების მიზანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული სხვა პირების ცნობიერების ამაღლება სოციალური მუშაობის მნიშვნელობის შესახებ და სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაცია.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)