საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.03.2025

პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) შესარჩევი კონკურსი

პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) შესარჩევ კონკურსს

 

 

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - სოციალური მუშაობის სფეროში მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ბ) პროფესიული ზედამხედველის კუთხით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველი);

ე) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

·        კომუნიკაბელურობა;

·        გამართულად მეტყველების უნარი;

·        ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;

·        სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;

·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·        დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·        სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;

·        დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·        გუნდურად მუშაობის უნარი.

 

შრომის ანაზღაურება: 2904 ლარი (დარიცხული)

 

ძირითადი სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის X1 და X2 თავები;

დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.

ზ) „სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის N22/ნ ბრძანება.

 

ფუნქციები:

 

ა) სოციალური მომსახურების მიმღებთათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ხელშეწყობა კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების პრინციპის დაცვით;

ბ) მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვა;

გ) სამუშაო პროცესში სირთულეების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ხელშეწყობა;

დ) თანამშრომელთა უნარების შეფასება და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

ე) თანამშრომელთათვის პროფესიული მხარდაჭერის აღმოჩენა;

ვ) თანამშრომელთათვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღმოჩენა;

 

ზ) ყოველი წლის ბოლოს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) თანამშრომლების საქმიანობის ხარისხის შეფასება და რეკომენდაციის ანგარიშის მომზადება.

 

 

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

ü  პროფესიული ზედამხედველის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.    

 

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს  ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                            

         

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

 

პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

 

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2025 წლის 24 მარტიდან 2025 წლის 28 მარტის ჩათვლით.                                  

 

 

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი (ქართული შრიფტით) და ფაქტობრივი საცხოვრებელი ქალაქი

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)