ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სოციალური მუშაობის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, კახეთში, ქალაქ გურჯაანში, სოციალური მუშაობის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკმა კოლეგებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ საქართველოს საჯარო სკოლებში სოციალური მუშაობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები სხვადასხვა უწყებაში სოციალური მუშაკების საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის, ქ. გურჯაანის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის, ასევე, ქ. გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრას კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაობის კომპონენტის დანერგვა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში 2019 წლიდან დაიწყო. სკოლის სოციალური მუშაობის მიზანია მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირება და აღმოფხვრა, მათ შორის, სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები საქართველოს 80 საჯარო სკოლაში არიან წარმოდგენილნი.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი