საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.08.2011

მანდატურებს სამაშველო კურსების სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

სამაშველო კურსები 40-მა მანდატურმა თბილისის ზღვასა და მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიარა. სასწავლო წლის დაწყებამდე დედაქალაქისა და სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური გადამზადდება. სამაშველო კურსებისთვის მანდატურთა შერჩევა მათ მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩაბარებული ნორმატივების შედეგების მიხედვით მოხდა.ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მანდატურები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრის ექსპერტებმა გადაამზადეს.

სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მოიცავს, იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურები სწავლობენ ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვას, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას. მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურის სამსახური ერთი წლის წინ შეიქმნა და უკვე დიდი წარმატებით მოქმედებს.მანდატურები უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას და მოსწავლეებისათვის ყველა სახის დახმარების გაწევას. სკოლებში აღმოიფხვრა დანაშაულისა და უმიზეზოდ გაკვეთილების გაცდენის ფაქტები. ახალი სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახური ახალ ეტაპზე გადადის, ამიერიდან, სკოლის სამი მანდატურიდან ერთი სამაშველო სამსახურისთვის იქნება გადამზადებული და პირველად სამედიცინო დახმარებასთან ერთად საგანგებო სიტუაციებში მოქმედებასაც შეძლებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge