ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისის №202 საჯარო სკოლასა და უსინათლოთა გერმანულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისის №202 საჯარო სკოლასა და უსინათლოთა გერმანულ ინსტიტუტს (ბლისტა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ დავითაშვილმა, თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნათია გაჩეჩილაძემ და „ბლისტას“ დირექტორმა, პატრიკ ტემმესფელდმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მასწავლებლებისა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების გადამზადების მიმართულებით. ასევე, მოხდება მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიდგომებისა და გამოცდილების, შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გაზიარება. ქართველი კოლეგები გაეცნობიან გერმანიის სკოლებში მხედველობის დარღვევის მქონე ახალგაზრდების პროფესიულ კონსულტირებასა და პროფესიულ მომზადებასთან, მათ შორის, შრომის ბაზარზე ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ მიდგომებსა და გამოცდილებას.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, თბილისის N202 საჯარო სკოლაში გაიმართა უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა განათლების ხელშეწყობის სიმპოზიუმი და გერმანელი პროფესორების: ფრენკ სტოლლენვერკის, ტობიას მაჰნკეს, ვერნერ ჰეკერის, საბინე ლაუბერ-პოლეს, იენს ფლახისა და იუტა დანქერის ვორქშოფები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი